[ 143α ] ἀλλ᾽ ἐγραψάμην μὲν τότ᾽ εὐθὺς οἴκαδ᾽ ἐλθὼν ὑπομνήματα ,ὕστερον δὲ κατὰ σχολὴν ἀναμιμνῃσκόμενος ἔγραφον ,καὶ ὁσάκις Ἀθήναζε ἀφικοίμην ,ἐπανηρώτων τὸν Σωκράτη ὃ μὴ ἐμεμνήμην ,καὶ δεῦρο ἐλθὼν ἐπηνορθούμην : ὥστε μοι σχεδόν τι πᾶς ὁ λόγος γέγραπται .
Τερψσίων
ἀληθῆ : ἤκουσά σου καὶ πρότερον ,καὶ μέντοι ἀεὶ μέλλων κελεύσειν ἐπιδεῖξαι διατέτριφα δεῦρο .ἀλλὰ τί κωλύει νῦν ἡμᾶς διελθεῖν ; πάντως ἔγωγε καὶ ἀναπαύσασθαι δέομαι ὡς ἐξ ἀγροῦ ἥκων .[ 143β ]
Εὐκλείδης
ἀλλὰ μὲν δὴ καὶ αὐτὸς μέχρι Ἐρινοῦ Θεαίτητον προύπεμψα ,ὥστε οὐκ ἂν ἀηδῶς ἀναπαυοίμην .ἀλλ᾽ ἴωμεν ,καὶ ἡμῖν ἅμα ἀναπαυομένοις ὁ παῖς ἀναγνώσεται .
Τερψσίων
ὀρθῶς λέγεις .
Εὐκλείδης
τὸ μὲν δὴ βιβλίον ,ὦ Τερψίων ,τουτί : ἐγραψάμην δὲ δὴ οὑτωσὶ τὸν λόγον ,οὐκ ἐμοὶ Σωκράτη διηγούμενον ὡς διηγεῖτο ,ἀλλὰ διαλεγόμενον οἷς ἔφη διαλεχθῆναι .ἔφη δὲ τῷ τε γεωμέτρῃ Θεοδώρῳ καὶ τῷ Θεαιτήτῳ .ἵνα οὖν ἐν τῇ [ 143ξ ] γραφῇ μὴ παρέχοιεν πράγματα αἱ μεταξὺ τῶν λόγων διηγήσεις περὶ αὑτοῦ τε ὁπότε λέγοι ὁ Σωκράτης ,οἷον ‘καὶ ἐγὼ ἔφην’ ἢ ‘καὶ ἐγὼ εἶπον ,’ ἢ αὖ περὶ τοῦ ἀποκρινομένου ὅτι ‘συνέφη’ ἢ ‘οὐχ ὡμολόγει ,’ τούτων ἕνεκα ὡς αὐτὸν αὐτοῖς διαλεγόμενον ἔγραψα ,ἐξελὼν τὰ τοιαῦτα .
Τερψσίων
καὶ οὐδέν γε ἀπὸ τρόπου ,ὦ Εὐκλείδη .
Εὐκλείδης
ἀλλά ,παῖ ,λαβὲ τὸ βιβλίον καὶ λέγε .[ 143δ ]
Σωκράτης
εἰ μὲν τῶν ἐν Κυρήνῃ μᾶλλον ἐκηδόμην ,ὦ Θεόδωρε ,τὰ ἐκεῖ ἄν σε καὶ περὶ ἐκείνων ἀνηρώτων ,εἴ τινες αὐτόθι περὶ γεωμετρίαν ἤ τινα ἄλλην φιλοσοφίαν εἰσὶ τῶν νέων ἐπιμέλειαν ποιούμενοι : νῦν δὲ ἧττον γὰρ ἐκείνους ἢ τούσδε φιλῶ ,καὶ μᾶλλον ἐπιθυμῶ εἰδέναι τίνες ἡμῖν τῶν νέων ἐπίδοξοι γενέσθαι ἐπιεικεῖς .ταῦτα δὴ αὐτός τε σκοπῶ καθ᾽ ὅσον δύναμαι ,καὶ τοὺς ἄλλους ἐρωτῶ οἷς ἂν ὁρῶ τοὺς νέους ἐθέλοντας συγγίγνεσθαι .σοὶ δὴ οὐκ ὀλίγιστοι πλησιάζουσι ,[ 143ε ] καὶ δικαίως : ἄξιος γὰρ τά τε ἄλλα καὶ γεωμετρίας ἕνεκα .εἰ δὴ οὖν τινι ἐνέτυχες ἀξίῳ λόγου ,ἡδέως ἂν πυθοίμην .
Θεόδωρος
καὶ μήν ,ὦ Σώκρατες ,ἐμοί τε εἰπεῖν καὶ σοὶ ἀκοῦσαι πάνυ ἄξιον οἵῳ ὑμῖν τῶν πολιτῶν μειρακίῳ ἐντετύχηκα .καὶ εἰ μὲν ἦν καλός ,ἐφοβούμην ἂν σφόδρα λέγειν ,μὴ καί τῳ δόξω ἐν ἐπιθυμίᾳ αὐτοῦ εἶναι .νῦν δέ—καὶ μή μοι ἄχθου—οὐκ ἔστι καλός ,προσέοικε δὲ σοὶ τήν τε σιμότητα καὶ τὸ ἔξω τῶν ὀμμάτων : ἧττον δὲ ἢ σὺ ταῦτ᾽ ἔχει .
[ 143a ] მაგრამ ,როგორც კი სახლში მივედი სამახსოვრო ჩანაწერები გავაკეთე ,შემდგომ კი ,მოცალეობისას ,რასაც ვიხსენებდი ,ვწერდი და როცა კი ათენში მივდიოდი ,ხელახლა ვეკითხებოდი სოკრატეს ,რაც არ მახსოვდა ,ხოლო როცა უკან ვბრუნდებოდი ,ვასწორებდი .ასე რომ ,თითქმის მთელი საუბარი ჩაწერილი მაქვს .
ტერფსიონი
მართალია ,ადრეც მსმენია შენგან და აქ შევჩერებულვარ ხოლმე ,რადგან ყოველთვის მინდოდა მეთხოვა გეჩვენებინა [ ეს ჩანაწერები ] .ახლა რაღა გვიშლის ხელს ,ეს რომ გავაკეთოთ ? თან დასვენებაც მჭირდება ,რაკი სოფლიდან ვარ მოსული .[ 143b ]
ევკლიდესი
მეც თითქმის ერინეამდე მივაცილე თეეტეტოსი ,ასე რომ ,ჩემთვისაც არ იქნებოდა ურიგო დასვენება .მაშ ,მოდი ,ჩვენ დავისვენოთ ,ეს ბიჭი კი წაგვიკითხავს .
ტერფსიონი
მართალს ამბობ .
ევკლიდესი
ესაა წიგნი ,ტერფსიონ .საუბარი ისე კი არ ჩავწერე ,როგორც სოკრატემ გადმომცა ,არამედ მათთან დიალოგის [ სახით ] ,ვისაც ის ესაუბრებოდა .მითხრა ,რომ ესენი [ იყვნენ ] გეომეტრი თეოდოროსი და თეეტეტოსი .ხოლო [ 143c ] ნაწერში ისეთი რაღაცეები რომ არ ყოფილიყო ,როგორიცაა სიტყვებს შორის განმარტებები ,რასაც სოკრატე ამბობდა ,მაგალითად - ,,მე ვუთხარი \\\\\\\\\\\\\\\" ,,,მე ვუპასუხე \\\\\\\\\\\\\\\" ,ან თანამოსაუბრის შესახებ ,მაგალითად - ,,მან დაადასტურა \\\\\\\\\\\\\\\" ,,,ის არ დაეთანხმა \\\\\\\\\\\\\\\" ,ამგვარი ყველაფერი ამოვიღე და ისე დავწერე ,თითქოს ის მათ ესაუბრება .
ტერფსიონი
უწესოდ არაფერი [ გაგიკეთებია ] ,ევკლიდეს .
ევკლიდესი
მაშ ,ბიჭო ,აიღე წიგნი და წაიკითხე .[ 143d ]
სოკრატე
მე რომ მეტად ვზრუნავდე კირენაზე ,თეოდოროს ,მასზე და მის [ მაცხოვრებლებზე ] გამოგკითხავდი ,არის თუ არა ვინმე მათი ახალგაზრდებიდან გეომეტრიით ან რაიმე სხვა ფილოსოფიით დაკავებული .ახლა კი ,რადგან ისინი ამათზე ნაკლებად მიყვარს ,უფრო მეტად მინდა ვიცოდე ,ჩვენი ახალგაზრდებიდან რომლები შეიძლება გახდნენ სახელოვანნი .ამას ,რამდენადაც შემიძლია ,თავადაც ვაკვირდები და მათაც ვეკითხები ,ვისთანაც ვხედავ ,რომ ახალგაზრდებს სურთ ურთიერთობა .შენთანაც ცოტანი არ არიან დაახლოვებულნი [ 143e ] და სამართლიანადაც ,ამას ხომ ,სხვა ყველაფრის გარდა ,გეომეტრიის გამოც იმსახურებ .სიამოვნებით შევიტყობდი ,აღნიშვნის ღირსი ხომ არ შეგხვედრია ვინმე .
თეოდოროსი
სოკრატე ,ძალიან ღირსეულია ჩემთვის მოსაყოლად და შენთვის მოსასმენად იმ ჭაბუკის შესახებ ,რომელსაც თქვენ მოქალაქეებს შორის შევხვდი .ის რომ ლამაზი ყოფილიყო ,ძალიან შემეშინდებოდა მესაუბრა ,რათა ვინმეს არ ეფიქრა ,რომ მის მიმართ ვნება მაქვს .ახლა კი – ნუ გამიწყრები – არ არის ლამაზი ,შენ გგავს პაჭუა ცხვირითა და გადმოკაკლული თვალებით ,თუმცა შენთან შედარებით ეს ნაკლებად აქვს .